Saturday, October 12, 2013

რეფლექსია – მეორე დღე

ინტელის ტრეინინგის მეორე დღე – რეფლექსია თუ სიღრმისეულად გავაანალიზებ მეორე დღის ტრეინინგს მოგახსენებთ, რომ ის ძალიან შთამბეჭდავი იყო, მიუხედავად იმისა რომ კომპიუტერთან მუშაობაში რიგ პრობლემებს ვაწყდები. თუ არა ქალბატონი ნინოს პროფესიონალიზმი, მხარდაჭრა და თანადგომა ამ პრობლემას გადალახვა გამიჭირდებოდა. რაც შეეხება მეორე დღის ტრეინინგს გავეცანი პროექტზე დაფუძნებულ სწავლების მეთოდს, სამიზნე ჯგუფების შექმნას – უდაოდ საინტერესოა(აუცილებლად გამოვიყენება)! დავიწყეთ პუბლიკაციაზე მუშაობა, ვიმუშავეთ საოფისე პროგრამაზე ვორდში და შევქმენით ბროშურები, რომელიც ძალიან მიმზიდველი იქნება მოსწავლეებისათვის, რადგან დიდი იქნება ინტერესი, ჩართულობა და პასუხისმგებლობის აღება.

No comments:

Post a Comment